არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეუზღუდა დაფინანსება იმ მოქალაქეებს, რომელთაც ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლა სურთ

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა შეზღუდა დაფინანსება იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლა. 


FT წერს, რომ საკითხთან დაკავშირებული სამი პირის ცნობით, გადაწყვეტილება უკავშირდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დიდი ბრიტანეთის კამპუსებში ისლამისტური რადიკალიზაციის რისკებს ხედავენ. 

ეს ლონდონის მიერ მუსლიმური საძმოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად არაღიარების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მზარდი დაძაბულობის ფონზე მოხდა.


არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო სტიპენდიებს და დიპლომების აღიარებას მხოლოდ ძალიან შერჩეულ, „საუკეთესო“ უნივერსიტეტებზე გასცემენ.

მათ შეადგინეს მსოფლიო უნივერსიტეტების სია, სადაც შეიყვანეს ამერიკის, ავსტრალიის, ისრაელის და საფრანგეთის უნივერსიტეტები, მაგრამ ბრიტანეთის უნივერსიტეტები ამ სიაშე საერთოდ ვერ მოხვდა.


თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა აკადემიური თავისუფლების მნიშვნელობაზე მიანიშნეს.