უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში, "ლუკოილის" სამ ობიექტს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის, „ლუკოილის“ კუთვნილ სამ რუსულ საბურღ პლატფორმას შეუტიეს. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის გენერალურმა შტაბზე დაყრდნობით წერს.


უწყების ინფორმაციით, „ლუკოილის კორპორაციის“ სამი საბურღი პლატფორმა - ვ. ფილანოვსკის, იური კორჩაგინის და ვალერი გრაიფერის პლატფორმები, ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის გამოიყენება. მათივე ცნობით, ეს პლატფორმები ასევე ამარაგებს რუსეთის არმიას.


უკრაინის ძალებმა ასევე დაარტყა რუსეთის 49-ე კომბინირებული შეიარაღებული არმიის საწყობსა და ტექნიკური მხარდაჭერის ქვედანაყოფს ნოვოტროიცკეს რაიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში. უკრაინის არმიის გენერალური შტაბი კასპიის ზღვაში, რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ დეკემბერშიც იუწყებოდა.