დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რომ უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად, ახალ, შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას შექმნის
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, პროექტ Nightfall-ის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების სწრაფად შესაქმნელად, რომლებსაც 200 კგ-იანი ქობინის გადატანა 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე შეუძლიათ. გამოცემა The Sun-ის ცნობით, ეს საკმარისია ბრძოლის ველიდან მოსკოვზე დარტყმისთვის.
ამასთან, უკრაინისთვის რაკეტების წარმოების განზრახვა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ხუთშაბათს კიევში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელა.
გამოცემის ცნობით, ჯონ ჰილიმ, რომლის მატარებელსაც საგანგებო გაჩერება მოუწია, განაცხადა, რომ უკრაინელებს, წინააღმდეგობის გასაწევად, უახლეს იარაღს მიაწვდიან.
„ეს იყო სერიოზული მომენტი და მკაცრი შეხსენება იმისა, თუ როგორ ესხმის უკრაინელებს დრონები და რაკეტები თავს ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე. ჩვენ ამას არ შევეგუებით და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინელებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ, უახლესი იარაღი მივცეთ,“ - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.