ტრამპის თქმით, NATO უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.


„ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს „ოქროს გუმბათისთვის“, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ამ პროცესს NATO უნდა გაუძღვეს, რათა ჩვენ ის მივიღოთ. თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ მას რუსეთი და ჩინეთი მიიღებენ და ეს არ მოხდება,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „აშშ-ის უზარმაზარი სიძლიერის გარეშე, NATO სამხედრო თვალსაზრისით ეფექტიანი და შემაკავებელი ძალა არ იქნებოდა.“


„მათ ეს იციან და ეს მეც ვიცი. NATO უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში იქნება. ამაზე ნაკლები ნებისმიერი რამ მიუღებელია,“ - წერს ტრამპი.


გრენლანდიამ აშშ-ისგან მომდინარე საფრთხისგან დასაცავად დახმარებისთვის ბრიტანეთს მიმართა.

ბრიტანეთს პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გრენლანდიის ბიზნესისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ნააია ნათანიელსენმა განაცხადა, რომ პრობლემები დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს და არა ძალადობით და ძალით.


გრენლანდიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უნდა მოუწოდოს გლობალურ საზოგადოებას საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ და ხაზგასმით აღნიშნოს NATO-ს, როგორც შესაბამისი და მნიშვნელოვანი ალიანსის მნიშვნელობა.