აშშ და ისრაელი ხელოვნური ინტელექტის, კვლევისა და კრიტიკული ტექნოლოგიების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ამერიკამ და ისრაელმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც შეერთებულ შტატებთან ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.


The Times of Israel-ის ცნობით, შეთანხმება აშშ-ის Pax Silica ინიციატივის ნაწილია, რომელიც მოიცავს ისრაელს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, სინგაპურს, ნიდერლანდებს, გაერთიანებულ სამეფოს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ავსტრალიას.


Pax Silica სახელმწიფო დეპარტამენტის ფლაგმანური ძალისხმევაა ხელოვნური ინტელექტისა და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც ხელს უწყობს მოკავშირეებსა და სანდო პარტნიორებს შორის ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში ახალი კონსენსუსის მიღწევას.


დეპარტამენტის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელი ხელოვნური ინტელექტის, კვლევისა და კრიტიკული ტექნოლოგიების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობას იწყებენ. აშშ-ის საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს პარტნიორობა ასევე მიზნად ისახავს უსაფრთხოების გაძლიერებას ტექნოლოგიური უპირატესობის გზით.