მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალება "ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს."
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეწყალებულთა ვინაობა ჯერ უცნობია.