ალიევი: აზერბაიჯანი გაზის ექსპორტს 16 ქვეყანაში ახორციელებს, მათგან 10 არის ევროკავშირის წევრი

აზერბაიჯანი გაზის ექსპორტს 16 ქვეყანაში ახორციელებს, მათგან 10 არის ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა.


„აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ფლობს ენერგორესურსებს და ექსპორტს ახდენს სხვა ქვეყნებში. რეგიონის სხვა ქვეყნები - მრავალი წლის განმავლობაში საქართველო და ახლა სომხეთი - აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების იმპორტს ახორციელებენ. ჩვენი ენერგეტიკული თანამშრომლობა ევროპასთან და ევროკავშირთან იზრდება.


„ჩვენ უკვე ვახორციელებთ ბუნებრივი აირის ექსპორტს 16 ქვეყანაში, რომელთაგან 10 ევროკავშირის წევრია. გაზის მილსადენების გეოგრაფიული დაფარვის მიხედვით, აზერბაიჯანი მსოფლიოში პირველ ადგილზეა, განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 20 იანვარს დავოსში Euronews-თან ინტერვიუში.


მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს აქვს ბუნებრივი რესურსები, სატრანსპორტო სისტემა და თანამედროვე მილსადენები.


„ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს ბევრ ევროპულ ქვეყანასთან და ეს საშუალებას აძლევს მათ, გააძლიერონ თავიანთი ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, გავყიდოთ ჩვენი რესურსები პრემიუმ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაზს მხოლოდ ევროპაში არ ვყიდით, ბოლო დროს მისი ექსპორტი სირიაშიც დავიწყეთ. თუმცა ფასის თვალსაზრისით, საუკეთესო ბაზარი, რა თქმა უნდა, ევროპული ბაზარია,“ - განაცხადა ალიევმა.