დიდი ბრიტანეთი ჩრდილოეთ ატლანტიკასა და არქტიკის რეგიონში, ავიამზიდ HMS Prince of Wales-ის მეთაურობით მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
ჯგუფში შედის 40 საჰაერო ხომალდი, ფრეგატი, ყალქვეშა ნავი და მომარაგების ხომალდი, რომლებიც აშშ-ის, კანადასა და სხვა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად იმოქმედებენ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.