ვან ი აცხადებს, რომ პეკინს „უკრაინის კრიზისში“ საბოლოო სიტყვა არ ეთქმის და ევროპის როლს უსვამს ხაზს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ, 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა ევროპა, რომ „უკრაინის კრიზისის“ მოგვარების მოლაპარაკებებში ჩაერთოს.


ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სესიაზე განაცხადა.


მისი თქმით, ჩინეთი და ევროკავშირი „პარტნიორები არიან და არა სისტემური ან სტრატეგიული მეტოქეები.“


„ყველა რეგიონული პრობლემა დიალოგისა და კონსულტაციების გზით უნდა მოგვარდეს და ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტა უნდა ვიპოვოთ. უკრაინის კრიზისთან [როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ ჩინეთში], დაკავშირებითაც ასეა, მაგრამ ჩინეთი არ არის უშუალოდ ჩართული მხარე. საბოლოო სიტყვა არ გვეთქმის. ჩვენ მშვიდომის მიზნით მოლაპარაკებებს ვუწყობთ ხელს,“ - განაცხადა ვან იმ.


ვანმა გაიხსენა, რომ გასულ წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მან მოითხოვა ევროპული ქვეყნების სავალდებულო მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში და კვლავაც ამ პოზიციას ინარჩუნებს.


„ევროპამ ამას გვერდიდან არ უნდა უყუროს. სწორედ აქ, მიუნხენში, გასულ წელს, იმ დროს, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ურთიერთობა რუსეთთან და ევროპა, როგორც ჩანს, გვერდიდან უყურებდა. და მე მაშინ ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი აქ, ევროპაში დაიწყო, ევროპას აქვს სრული უფლება, დროულად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში,“ - განაცხადა ჩინეთის წარმომადგენელმა.


„ევროპა "მენიუში" არ უნდა იყოს, ის მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს,“ - განაცხადა ჩინეთის წარმომადგენელმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა წარმოადგინოს თავისი იდეები და გეგმები კრიზისის მოგვარების შესახებ. 


ევროპამ უნდა მოიფიქროს იდეები და გეგმები, თუ როგორ გადაჭრას ეს საკითხი. ამ პროცესში ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო დაბალანსებული, ეფექტიანი და მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპისთვის. ამით ჩვენ ვაგვარებთ კრიზისის ძირეულ მიზეზებს და შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ მისი განმეორება. „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, ჩინეთი სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს სამშვიდობო პროცესს,“ - აღნიშნ ვანინმა.


მისი თქმით, ახლ „შესაძლებლობების ფანჯარა” არსებობს და მხარეებმა „უნდა გამოიყენონ ის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.“


ერთი დღით ადრე, ვან ი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენში შეხვდნენ ერთმანეთს. სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრას „პოზიტიური და კონსტრუქციული“ უწოდა. შეხვედრაზე განიხილეს აპრილში დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტის მზადება. თავის გამოსვლაში ვან იმ აღნიშნა, რომ აშშ-ში ზოგიერთი “ხმა” კვლავაც „ყველაფერს აკეთებს ჩინეთზე თავდასხმისა და ცილისწამებისთვის.“ მან ასევე აღნიშნა, რომ პეკინი მზადაა შეერთებულ შტატებთან „პრაგმატული“ ურთიერთობებისთვის.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ 13 თებერვალს განაცხადა, რომ მან თავისი ჩინელი კოლეგა უკრაინაში მიიწვია და განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია რუსეთთან ოთხწლიანი ომის დასრულებაში დახმარება.


ვანმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, უკრაინას ახალი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს, თუმცა მას კიევში ვიზიტის შესახებ მოწვევაზე არაფერი უთქვამს. „სასიხარულოა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სხვადასხვა დიალოგი ინტენსიურად მიმდინარეობს,“ - განაცხადა ვან იმ მისი უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად.


„ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ კომუნიკაცია უკრაინასთან და ვითანამშრომლოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა კრიზისის ადრეული პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევაში კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ,“ - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.


ცნობისთვის, ჩინეთს რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირები აქვს და უარს ამბობს, შეუერთდეს მოსკოვის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.