„უკრაინაში არამხოლოდ აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, არამედ, საელჩოსაც სამჯერ დაესხნენ თავს,“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე [სახელწოდებით „ღია დერეფნის პოლიტიკა? ტრანსკასპიური თანამშრომლობის გაღრმავება] განაცხადა.
„პირველი დარტყმის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ეს, შესაძლოა, შემთხვევით მომხდარიყო. ამის შემდეგ რუსულ მხარეს გადავეცით ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინატები, საკონსულო განყოფილების, კულტურული ცენტრის, საელჩოს. ამის მიუხედავად, კიდევ ორი დარტყმა განხორციელდა, რაც ნიშნავს, რომ ეს იყო აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე განზრახ თავდასხმა.“
„ჩვენ ნაბიჯები მხოლოდ დიპლომატიური ფორმატის ფარგლებში გადავდგით. რაიმე დამატებითი ნაბიჯების გადადგმა არ შეგვიძლია.“
აზერბაიჯანის ლიდერის შეფასებით, ეს რუსეთის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯი იყო.