სომხეთის პროკურატურამ კათოლიკოს გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადვოკატის თქმით, კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება და, შესაბამისად, ის ავსტრიაში დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებას ვერ დაესწრება.
არა ზოჰრაბიანმა განმარტა, რომ კათოლიკოსს ბრალი ედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში. ეკლესიის ექვს მაღალი რანგის სასულიერო პირს მსგავსი ბრალი რამდენიმე კვირის წინ წაუყენეს.
ადვოკატის თქმით, „ეს არის ეკლესიის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა.“
15 იანვარს საროიანმა სარჩელი შეიტანა მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გამოძიების ფარგლებში მოგზაურობა აუკრძალეს ექვს ეპისკოპოსს, სასულიერო საბჭოს წევრებს, რომლებსაც ავსტრიაში 16-19 თებერვალს დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გამოსახულების ამოშლას და ა.შ. თავის მხრივ, ფაშინიანის მთავრობა კათალიკოსს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს.