,European Aquatics''-ის პრეზიდენტ ანტონიო სილვას მილოცვა დიმიტრი აბდუშელიშვილს

,European Aquatics-ის" პრეზიდენტი ანტონიო სილვა დიმიტრი აბდუშელიშვილს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.


ბატონ აბუშელიშვილს, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციაში ჩვენს კოლეგებს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ანტონიო სილვას სახელით, გვსურს, გულითადად მოგილოცოთ თქვენი არჩევა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე.


თქვენი დანიშვნა მნიშვნელოვანია ქართული საწყლოსნო სპორტის სახეობათათვის და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ფედერაცია გააგრძელებს განვითარებას და გაამყარებს თავის პოზიციას ევროპის დონეზე, სპორტულ საზოგადოებაში.


ასევე გვინდა, ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ ყოფილ პრეზიდენტს, ალექსანდრე ნიკოლაიშვილს, მისი მანდატის განმავლობაში გამოჩენილი კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ერთგულებისთვის.


საქართველოს საწყლოსნო სპორტსა და ევროპის საწყლოსნო ფედერაციას შორის თანამშრომლობა მაღალ შეფასებას იმსახურებს და მოხარულები ვართ, რომ ამ პოზიტიურ საფუძვლებზე გაგრძელდება თქვენთან თანამშრომლობა.

ევროპის საწყლოსნო ფედერაცია სრულ მზადყოფნაშია, მხარი დაუჭიროს საქართველოს საწყლოსნო სპორტს ყველა დისციპლინაში და მოუთმენლად ელოდება მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალ წლებში," წერია წერილში.


საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - დიმიტრი აბდუშელიშვილი