დიმიტრი აბდუშელიშვილი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტია.
- ცნობისთვის, დიმიტრი აბდუშელიშვილი დაიბადა 1973 წლის 18 ივნისს თბილისში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი.- გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში;
- იყო წყალბურთის 1973-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამოცდილი და სტაჟიანი მოთამაშე, თავდამსხმელის პოზიციით. თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში.
- 1990 წლების ბოლოდან მისი კარიერა უცხოეთში განვითარდა.
- დიმიტრი აბდუშელიშვილი მენცენატი, ბიზნესმენი და ვეტერანი წყალბურთელია - მან სულ ცოტა ხნის წინ შექმნა წყალბურთის ახალი გუნდი "აპოლო", რომელიც პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ცენტრალურ აზიაში ჩამოაყალიბა თავისი კომპანია და დღემდე კერძო სექტორში საქმიანობს. მისი ბიზნესაქმიანობის არეალი მოიცავს ლოგისტიკურ სფეროს და აერთიანებს ისეთ დიდ, მასშტაბურ პროექტებს როგორიცაა, შუა კორიდორი, სატრანზიტო ჰაბი. იყო ერთ- ერთი ინვესტორი და ანაკლიის აშენების გულმხურვალე მხარდამჭერი.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საფუძველი ჩაუყარა ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვანძო ჰაბად იქცა შუა კორიდორის მიმართულებით.
არის იდეის ავტორი და ფინანსური მხარდამჭერი ბევრი ეროვნული მნოშვნელობის პროექტის. როგორიცაა, ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა, საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანის, გუჯი ამაშუმელის მონაწილეობით.
ამ გამოცემის ორიგინალი ვერსია დაცულია გაეროს სათაო შტაბ-ბინაში.
ასევე არის სხვადასხვა უამრავი პატრიოტული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების ხელშემწყობი.
- ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.