ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის ჯარები ღაზის სექტორში, „უსაფრთხოების ზონაში“ მუდმივად დარჩება.
„თავდაცვის ძალები სამუდამოდ დარჩება ღაზის უსაფრთხოების ზონაში,“ - აღნიშნა კაცმა.
მან ისრაელის მიერ იემენსა და ირანზე გასულ წელს განხორციელებული დარტყმებზე ისაუბრა.
„მომავალშიც არ დავუშვებთ ისრაელის წინააღმდეგ განადგურების მუქარას - და ვიმოქმედებთ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, ახლო თუ შორს. დღევანდელი პოლიტიკა ინიციატივის, გადამწყვეტობის, საფრთხეების მოხსნისა და ისრაელის საზღვრებისა და თემების მტრის ტერიტორიიდან დაცვის პოლიტიკაა“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.