დააკავეს ბრიტანეთში აშშ-ში ყოფილი ელჩი, რომელიც ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს - მედია

ლონდონის პოლიციამ აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი დააკავა. Sky News-ის ცნობით, პიტერ მანდელსონი პოლიციამ „თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეჭვის საფუძველზე დააკავა.“


ლონდონის პოლიციამ ოფიციალურ განცხადებაში დაკავებულის ვინაობა არ დაასახელა.


პოლიციის ცნობით, უილტშირისა და კამდენის რაიონებში მდებარე ორ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა.

ცნობისთვის, აშშ-ში ყოფილი ელჩი, პიტერ მანდელსონი გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პიტერ მანდელსონი აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე გასული წლის თებერვალში დანიშნა, ხოლო სექტემბერში გაათავისუფლა.


ეპშტეინის მასალების თანახმად, მანდელსონმა გარდაცვლილ ფინანსისტს 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები გაუგზავნა. მასალების საფუძველზე დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მანდელსონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.