იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გუიდო კროსეტომ განაცხადა, რომ ის იტალიაში ბრუნდება მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ ირანის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების გამო დუბაიში ჩარჩა, რადგან საჰაერო მიმოსვლა შეწყდა.
ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა კროსეტოს გადაწყვეტილება დუბაიში კერძო ვიზიტით გამგზავრების შესახებ და მას გადადგომისკენ მოუწოდა.
კროსეტოს თქმით, დუბაიზე ირანის სარაკეტო თავდასხმა „ირანის საპასუხო სცენარებს შორის არ განიხილებოდა“, რადგან გასულ წელს ირანზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების დროს, არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ საპასუხო ზომები არ ყოფილა და „დუბაის აეროპორტი ღია დარჩა.“
მისი თქმით, დუბაიში ყოფნა სინამდვილეში „სასარგებლო“ იყო და მაინც ახერხებდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრებზე დასწრებას რომში ვიდეოკავშირის საშუალებით.
მინისტრმა რომი პარასკევს საღამოს სამოქალაქო რეისით დატოვა - მის ოჯახი უკვე დუბაიში იმყოფებოდა დასასვენებლად.
„მე მარტო ვბრუნდები, რათა თავიდან ავიცილო სხვების დამატებითი საფრთხის ქვეშ დაყენება, რადგან ყველა, ვინც ჩემთან ერთად მოგზაურობს ამჟამინდელ ვითარებაში, შეიძლება, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. მე სამხედრო თვითმფრინავით ვბრუნდები და ჩემს ოჯახს აქ დავტოვებ,“ - დაწერა გუიდო კროსეტომ X-ზე.