აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ღრმად დამწუხრებული ვართ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის აიათოლა სეიდ ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას თქვენ, გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობარი ირანელი ხალხის მიმართ და მოთმინებასა და გამძლეობას გისურვებთ.
აიათოლა სეიდ ალი ხამენეი მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ირანის სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში, განსაკუთრებული ადგილი ეკავა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში. მისი სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის. ამ რთულ დღეს მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ,“ – აღნიშნულია ალიევის წერილში.
განახლება: დღეს, 2 მარტს სომხური მედია ფაშინიანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ ფაშინიანმა ფეზეშქიანს მიუსამძიმრა ირანის ხელისუფლებასა და მოქალაქეებში მსხვერპლის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის ემსახსოვრებათ უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში.
სომხეთის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ახლო აღმოსავლეთში მალე დაისადგურებს მშვიდობა და სტაბილურობა.