დიდი ბრიტანეთი აშშ-ს, „თავდაცვითი მიზნებისთვის“, სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას მისცემს.
„აშშ-მ მოითხოვა ნებართვა ბრიტანული ბაზების გამოყენების შესახებ ამ კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის,“ - ამბობს სტარმერი წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ ირანის მიერ რეგიონში რაკეტების გაშვება, რაც უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას კლავს, ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და იმ ქვეყნებს დაარტყამს, რომლებიც არ არიან ჩართულნი,“ - ამბობს სტარმერი.
ის ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ არის ჩართული ირანზე მიმდინარე აშშ-ისრაელის თავდასხმებში. თუმცა, სტარმერი აშშ-ს მიერ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვაზე საუბრობს.