საფრანგეთი ბირთვული ქობინების რაოდენობას გაზრდის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული დოქტრინის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბრძანება გავეცი, რომ ჩვენს არსენალში ბირთვული ქობინების რაოდენობა გავზარდოთ. ჩვენი ბირთვული არსენალის შესახებ ინფორმაციას აღარ გავასაჯაროებთ,“ - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქით, საფრანგეთის „როგორც კონკურენტები, ისე პარტნიორებიც განვითარდნენ.“
„შემაკავებელი ელემენტი ევროპულ კონტექსტში უნდა გაძლიერდეს. ევროპამ თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.