ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის აშშ-ის მისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე ალბარესმა განაცხადა.
„ესპანეთის ბაზები ამ ოპერაციისთვის არ გამოიყენება და მათი გამოყენება არ მოხდება ისეთი რაღაცისთვის, რაც აშშ-სთან შეთანხმებაში არ შედის ან გაეროს ქარტიას არ შეესაბამება,“ - განაცხადა ალბარესმა.
Reuters-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შემდეგ სამხრეთ ესპანეთში მდებარე სამხედრო ბაზები 15-მა ამერიკულმა თვითმფრინავმა დატოვა.