დიდი ბრიტანეთის მთავრობა კატარში დამატებით Typhoon-ის ტიპის ოთხ ავიაგამანადგურებელს აგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„მიზანი კატარსა და რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერებაა. ჩვენ თავდაცვის სწორი გეგმა გვაქვს,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.
სტარმერის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა ავიაგამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ იანვარსა და თებერვალში განალაგა.