აზერბაიჯანი იუწყება, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები აღკვეთა - სამიზნეებს შორის იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (SSS) პარასკევს განაცხადა, რომ მან აღკვეთა დაგეგმილი ტერორისტული და დივერსიული ოპერაციების სერია, ასევე, სადაზვერვო საქმიანობის შეგროვების აქტივობები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ იყო ორგანიზებული.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამიზნეებს შორის იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ისრაელის საელჩო ბაქოში.


განცხადების მიხედვით, სამიზნეებს შორის იყო სინაგოგა და ებრაული თემის ერთ-ერთი წარმომადგენელი.