აზერბაიჯანმა ირანს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ემინ ჰასანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანში 30 ტონა საკვებ პროდუქტებსა და 2 ტონა მედიკამენტებს აგზავნის.


„ჰუმანიტარული დახმარება ფქვილს, ბრინჯს, შაქარს, ჩაის, ასევე სამედიცინო მარაგს მოიცავს. სატვირთო მანქანები უკვე გადიან,“ - აღნიშნა ჰასანოვმა.

მისი თქმით, ირანში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ბრძანება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გასცა.


ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს, რასაც წინ უძღოდა აშშ-ია და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი, ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს. ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის, აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.