ესპანეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თელ-ავივში მის საელჩოს უახლოეს მომავალში საქმეთა დროებითი წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.  


Reuters-ის ცნობით, ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ესკალაციის უახლეს მომენტს წარმოადგენს, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ დაიძაბა.