ფაშინიანი: ვაპირებთ, გამოვიყენოთ საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა ექსპორტისთვის

სომხეთი მზადაა, არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის საგზაო კავშირი კორნიძორ-გორისის-ეღეგნაძორის, ერასხის მარშრუტით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოთხშაბათს, სტრასბურგში, საფრანგეთის დედაქალაქში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.


ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს არ აქვს არც განზრახვა და არც მიზეზი, დააყოვნოს TRIPP პროექტის იმპლემენტაცია, რადგან ეს პროექტი სრულად შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან ინტერესებს. ის არავითარ შემთხვევაში არ ლახავს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან იურისდიქციას.


დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთში და პირიქით, რადგან ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი არსებული საგზაო ქსელით. ჯერჯერობით არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს არ გამოუყენებიათ ეს შესაძლებლობა.

ვვარაუდობ, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეაფერხოს TRIPP პროექტის განხორციელება. მე ამ ტრიბუნიდან ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სომხეთს არ აქვს არც განზრახვა და არც მიზეზი, დააყოვნოს TRIPP პროექტის იმპლემენტაცია, რადგან ეს პროექტი სრულად შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან ინტერესებს. ის არავითარ შემთხვევაში არ ლახავს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან იურისდიქციას.

ასევე მსურს ვთქვა, რომ სომხეთი დღეიდან მზად არის, უზრუნველყოს საგზაო კავშირი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კორნიძორის, გორისის, ეღეგნაძორის და ერასხის გავლით აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.

 
ეს წინადადება არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად ვაშინგტონის შეთანხმებების დაყოვნებას, ჩაშლას ან დავიწყებას, და ამას ოფიციალურად ვამბობ.
ჩვენ ამ წინადადებით გამოვდივართ იმიტომ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზას ოდნავ ალტერნატიული გზით ვიყენებთ.

 
ისევე როგორც აზერბაიჯანი ელოდება კავშირის დამყარებას სომხეთის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ჩვენც ასევე ველოდებით სარკინიგზო კავშირის დამყარებას სომხეთის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით. ამ რკინიგზას სომხეთისთვის ალტერნატივა არ გააჩნია. სომხეთის მთიანი რელიეფი სხვა გზით ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის სარკინიგზო კავშირის საშუალებას არ იძლევა. როგორც ხედავთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლოდინები ამ თვალსაზრისით ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

 
ჩვენ ასევე ვაპირებთ, გამოვიყენოთ საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა ექსპორტისთვის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში აზერბაიჯანი სომხეთისთვის საექსპორტო მიმართულებაც გახდება. სომხეთი უკვე ახორციელებს ნავთობპროდუქტების იმპორტს აზერბაიჯანიდან, რამაც გამოიწვია ნავთობპროდუქტების ფასების დაწევა ჩვენს ბაზარზე და დაამსხვრია ათწლეულების განმავლობაში არსებული მონოპოლიები ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კავშირისა და ზოგადად სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.