საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ერაყის ერბილის რეგიონში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაშავდა.
მაკრონის თქმით, რეგიონში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ ფრანგულ ძალებზე თავდასხმები მიუღებელია.
„ერაყში მათი ყოფნა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მკაცრი ჩარჩოს ნაწილია. ირანში ომი ვერ ამართლებს ასეთ თავდასხმებს,“ - აღნიშნა მაკრონმა.