ალიევის თქმით, სომხეთს შეუძლია, თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სატრანზიტო ქვეყანა გახდეს

აზერბაიჯანთან მშვიდობის წყალობით, სომხეთს შეუძლია, პირველად გახდეს სატრანზიტო ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში, თუმცა ჯერ მას ასეთი სტატუსი არ აქვს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„ამის წყალობით, ჩვენ შევძლებთ პირდაპირი კავშირის დამყარებას აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ჩვენს ანკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის,“ - აღნიშნა ალიევმა.


ალიევის თქმით, სომხეთთან მშვიდობის მიღწევის შემდეგ, ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ შუა დერეფნის გაფართოებაზე, რომელიც ასევე გადის სომხეთის ტერიტორიაზე.“ 


„ეს მარშრუტი სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და სომხეთი პირველად გახდება სატრანზიტო ქვეყანა დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამჟამად მას ასეთი სტატუსი არ აქვს. ეს პროექტი შესაძლებელს გახდის აზერბაიჯანის ორი ნაწილის – ძირითადი ტერიტორიისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებას უწყვეტი სატრანსპორტო ხაზით, ენერგეტიკული ხაზით, ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელით, ელექტროგადამცემი ხაზებით და, შესაძლოა, მილსადენებით.


ეს ყველასთვის მომგებიან სიტუაციას შექმნის, რადგან აზერბაიჯანის ორივე ნაწილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით იქნება დაკავშირებული და ახალი სატრანსპორტო დერეფანი ბევრ ქვეყანას დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.