„ჰამასი“ ირანს მეზობელ ქვეყნებზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ირანს მეზობელ ქვეყნებზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.


„ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც „ადასტურებს ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, რომ აგრესიას საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად უპასუხოს.“

„ამავდროულად, მოძრობა ირანელ ძმებს მოუწოდებს, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავონ,“ - ნათქვამია განცხადებაში.