ევროკავშირი სომხეთში, საარჩევნოდ, ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი სომხეთში 7 ივნისის არჩევნების წინ, საფრთხეებთან გასამკლავებლად ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის.


ჩვენს სამეზობლოში დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერა კვლავ აუცილებელია. ჩვენ არ დავტოვებთ სომხეთს მარტო უცხოური ჩარევის წინაშე. ზეწოლის ქვეშ მყოფ დემოკრატიებს შეუძლიათ ევროპაზე დაყრდნობა,“ - განაცხადა კალასმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


2025 წლის დეკემბერში კალასმა განაცხადა, რომ სომხეთმა ევროკავშირის დახმარება ითხოვა 2026 წლის საყოველთაო არჩევნების წინ „მავნე გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლაში