უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს.
უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
ორბანი ამბობს, რომ უკრაინისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას თანდათან შეწყვეტენ და გაზის ამ მოცულობას თავად უნგრეთის საცავებში შეინახავენ.
„ვიდრე უკრაინა ნავთობს არ მოგვაწვდის, ის უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ორბანმა.
ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. ვიქტორ ორბანის თქმით, „დრუჟბას“ „ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.“
უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი შესაძლოა, 1-1,5 თვეში აღდგეს.
17 მარტს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადეს, რომ დაზიანებული მილსადენის აღსადგენად უკრაინას შესთავაზეს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, რასაც კიევი დასთანხმდა.