იაპონია ფილიპინებზე, წვრთნებში მონაწილეობისთვის საბრძოლო ჯარებს გაგზავნის, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი ასეთი განლაგება იქნება.
ჯარისკაცები შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის ძალებს ერთობლივ თავდაცვით წვრთნებში შეუერთდებიან.
ფილიპინების არმიის პრესსპიკერ ლუი დემა-ალას თქმით, აპრილში დაგეგმილ წვრთნებში იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალების დაახლოებით 300 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.