ერევანი სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტს უმასპინძლებს

სომხეთის დედაქალაქი ერევანი 4-5 მაისს სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტს უმასპინძლებს.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.


„მოუთმენლად ველი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა, ჩვენი სტრატეგიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობით,“ - წერს ფაშინიანი.