ამერიკელი და კანადელი ასტრონავტები, შესაძლოა, მთვარის გარშემო 53 წლის შემდეგ, პირველად გაფრინდნენ.
მისიას [არტემის II] 4 ასტრონავტი შეასრულებს. მისია დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება
კოსმიური ხომალდის ეკიპაჟის წევრები არიან: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი (აშშ), მისიის სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი (კანადა), მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი (აშშ) და პილოტი ვიქტორ გლოვერი (აშშ). კოხი გახდება პირველი ქალი, გლოვერი - პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო ჰანსენი - პირველი არაამერიკელი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს.
„არტემის II“-ის ასტრონავტები ფლორიდის გამშვებ პუნქტზე უკვე ჩავიდნენ. გაფრენა დაახლოებით, აპრილის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.
ადამიანი მთვარეზე ბოლოს, 1972 წელს იყო (Apollo პროგრამის დროს). ახლა NASA ცდილობს, ისევ დაბრუნდეს და მომავალში მუდმივი ბაზაც კი შექმნას მთვარეზე, რაც მომავალში მარსზე გაფრენაშიც დაეხმარებათ.