ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს

სომხეთის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო თანხმობა“, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საპარლამენტო არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინა.


ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიამ შიდა კენჭისყრის ორი ტური ჩაატარა და შედეგები საბოლოოდ დადასტურდა. მისივე თქმით, კენჭისყრის შედეგებზე საჩივარი არ შეტანილა.


„მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანაპარტიელს კიდევ ერთხელ ნდობის გამოხატვისთვის და ჩემთვის პატივის მონიჭებისთვის, რომ პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ საარჩევნო სიას ვუხელმძღვანელო და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს არის დაგეგმილი. მმართველმა „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიამ კანდიდატების სია ორრაუნდიანი შიდა საარჩევნო პროცესის მეშვეობით განსაზღვრა.


ცნობისთვის, 2026 წლის 9 თებერვალს სომხეთში ვიზიტისას, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა დაგეგმილ არჩევნებში.


2026 წლის მარტის შუა რიცხვებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ გაგზავნას, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში.


„სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ მიზნების ამსახველი დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთი „ინტენსიური ჰიბრიდული აქტივობების წინაშე დგას.“