აშშ-მ რუსეთის სამ საზღვაო ხომალდს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სამ რუსულ სატვირთო გემს სანქციები მოხსნა. კერძოდ, გადამზიდავი კონტეინერები Fesco Moneron-ი, Fesco Magadan-ი და სატვირთო ხომალდი Sv.Nikolay შავ სიაში იყო შეტანილი რუსეთის უმსხვილეს კერძო ფინანსურ ინსტიტუტთან, ალფა-ბანკთან, კავშირების გამო. ყველა გემი სანქცირებული იყო 2022 წლიდან.


სანქციების მოხსნის შესახებ განმარტება არ გაკეთებულა.


12 მარტს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დროებით, 11 აპრილამდე მოუხსნა რუსულ ნავთობსაც. კერძოდ, შეზღუდვისგან გათავისუფლდა უკვე ტანკერებზე ჩატვირთული და ზღვაში მყოფი რუსული ნავთობი.