ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ უნგრეთმა ევროპა აირჩია.
„ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ,“ - წერს ლაიენი.
მისი განცხადებით, უნგრეთი ევროპულ გზას უბრუნდება და ევროკავშირი ძლიერდება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა: "ევროპის გული დღეს ღამით უნგრეთში უფრო ძლიერად სცემს."
პეტერ მადიარს გამარჯვება უკვე მიულოცეს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.