უნგრეთისპრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ხელისუფლებაში 16-წლიანი ყოფნის შემდეგ, არჩევნებში დამარცხება აღიარა.
„არჩევნების შედეგი აშკარა და მტკივნეულია,“ - განუცხადა მან თავის ამომრჩევლებს. ორბანმა პარტია „ტისას“ [„პატივისცემა და თავისუფლება] გამარჯვება მიულოცა.
„არჩევნების შედეგი ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ გასაგები და ნათელია. ეს შედეგი ჩვენთვის მტკივნეული, თუმცა ნათელია. ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ გადმოგვეცა. მე გამარჯვებულ პარტიას მივულოცე. ჩვენ უნგრეთის ერს და ჩვენს სამშობლოს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით,“ – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
არჩევნებზე, რომლებიც უნგრეთისა და ევროპის მომავლისთვის გადამწყვეტად ითვლებოდა, რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი მივიდა.
„ორბანის დამარცხება დარტყმა იქნება მისი ახლო მოკავშირეებისთვის ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპისთვის,“ - წერს BBC.
ხმების დაახლოებით 60%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას გეგმავს.
„ვიქტორ ორბანმა ახლახან დამირეკა ტელეფონზე და მოგვილოცა გამარჯვება,“ - დაწერა მადიარმა Facebook-ზე.
საზღვარგარეთ 90 000-ზე მეტმა უნგრელმა მისცა ხმა.
უნგრელმა პოლიტიკოსმა, იურისტმა პეტერ მადიარმა მმართველი პარტია 2024 წლის თებერვალში დატოვა და შექმნა მოძრაობა, რომელმაც ოპოზიციური პარტიებითა და ორბანით იმედგაცრუებული ამომრჩევლების მხარდაჭერა მოიპოვა.