ჩარლზ III: 9/11-ს NATO-მ ერთად უპასუხა, დღეს ეს სიმტკიცე საჭიროა უკრაინის დასაცავად

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა კონგრესში ისტორიული სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.


„ალიანსი, რომელიც ორმა ერმა საუკუნეების განმავლობაში ააშენა და რომლისთვისაც ჩვენ ღრმად მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის - ნამდვილად უნიკალურია.“


მეფე ჩარლზმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ნათესაური და იდენტური კავშირი ფასდაუდებელი და მარადიული. ის შეუცვლელი და დაურღვეველია.“

მანვე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით, მსოფლიოში დიდი გაურკვევლობისა და კონფლიქტების დროს, ეს პარტნიორობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.


გაერთიანებული სამეფოს მეფემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის „და მისი უკიდურესად მამაცი ხალხის“ დასაცავად საჭირო იყო იგივე ურყევი მტკიცე გადაწყვეტილება, რაც გამოიჩინეს შეერთებულ შტატებზე 2001 წლის 11 სექტემბერს თავდასხმების შემდეგ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა.


„11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც NATO-მ პირველად გამოიყენა მეხუთე მუხლი, ჩვენ ერთად ვუპასუხეთ მოწოდებას, რასაც ჩვენი ხალხები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მხარდამხარ აკეთებდნენ, ორი მსოფლიო ომის, ცივი ომის, ავღანეთის და იმ მომენტების განმავლობაში, რომლებმაც განსაზღვრა ჩვენი საერთო უსაფრთხოება.


დღეს იგივე ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად. ეს აუცილებელია ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად,” - აღნიშნა მეფე ჩარლზ III-მ.


მეფე ჩარლზი კონგრესის ორივე პალატის ერთობლივი სხდომის წინაშე სიტყვით აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამოვიდა. მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე, დედოფალი კამილა აშშ-ში 28 აპრილს, დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.