სომხეთი და საქართველო 2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ.
განცხადება კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა.
„ეს იქნება FIFA-ს პირველი ტურნირი, რომელიც ორივე ქვეყანაში ჩატარდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველომ და სომხეთმა ფიფას 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს.
FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.