სომხეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს.


„გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად დღეს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით, ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს გაერთიანებულ სამეფოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზეა აგებული,“ - აცხადებს ფაშინიანი.


თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთთან მრავალსექტორული თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. თანამოსაუბრეებმა გაცვალეს მოსაზრებები როგორც ორმხრივი დღის წესრიგის, ასევე, რეგიონული მნიშვნელობის თემების შესახებ.