გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის დაწესებული სანქციების ობიექტების სია გააფართოვა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციები დაუწესდა დამატებით სამ კომპანიას, რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებულნი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ახალი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
„ჩვენ ასევე სამიზნეში ვიღებთ 3 ქართულ კომპანიას, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ სანქციებს გვერდი აუარონ,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
სანქცირებულთა სიაში არიან კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.
ეროვნული ბანკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამი კომპანია მოქმედებს რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის მიხედვით, სანქციები საქართველოში დაფუძნებულ ამ კომპანიებს დაუწესდა: Arvix LLC-ს, Rapira Group LLC-სა და Aifory LLC.