ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის სხვადასხვა დამატებით მარშრუტს, მათ შორის, ბაქო-სუფსის მილსადენით ტრანსპორტირების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა იერლან აკენჟენოვმა განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისგან ამ მარშრუტთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებები ჯერ არ მიუღიათ.
2026 წლის მაისში აზერბაიჯანი და საქართველო ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების განახლებაზე შეთანხმდნენ.
ხსენებული საექსპორტო მარშრუტი, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის ნავთობის საბადოების ბლოკიდან მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი, ექსპლუატაციაში 1999 წლის აპრილში შევიდა. მილსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობია (145,000 ბარელი დღეში). ამ მიმართულებით ნავთობის გადატუმბვა 2022 წლის გაზაფხულზე შეჩერდა.