კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკის ორ ზონაში - აზერიში და გიუნაშლიში - თავისუფალი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს, თუმცა ამ მარაგების მასშტაბი ჯერ უცნობია. ამის შესახებ BP-ის წარმოებისა და ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა გორდონ ბირელმა ბაქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუნაშლის ზონაში თავისუფალი ბუნებრივი აირის აღსადგენი მარაგი 4 ტრილიონ კუბურ ფუტად არის შეფასებული, რამაც დამატებითი ტექნოლოგიების გამოყენებით, 6 ტრილიონ კუბურ ფუტამდე შეიძლება, მიაღწიოს, ხოლო აზერბაიჯანის ზონაში მარაგი ჯერ არ არის შეფასებული,“ - აღნიშნა ბირელმა.
ACG აზერბაიჯანის უდიდესი ნავთობის საბადოა. ბლოკის განვითარების შესახებ პირველი წარმოების გაზიარების შეთანხმება 1994 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ახალი შეთანხმება საბადოების ერთობლივი განვითარებისა და წარმოების გაზიარების შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს საბადოების განვითარებას 2049 წლის ბოლომდე.
ACG-ის აქციონერები არიან BP 30.37%-ით, SOCAR 31.65%-ით, MOL Group 9.57%-ით, INPEX 9.31%-ით, ExxonMobil 6.79%-ით, TPAO 5.73%-ით, ITOCHU 3.65%-ით და ONGC Videsh Limited (OVL) 2.925%-ით.