აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე დრონით თავდასხმისას, ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა — ბაქო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზოვის ზღვაში ორ უცხოურ სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად, ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის აიხან ჰაჯიზადას თქმით, ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის სამიზნე ორი უცხოური სატვირთო გემი გახდა, რომლებზეც სულ 25 აზერბაიჯანელი მოქალაქე იმყოფებოდა. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული გემები აზერბაიჯანის სახელმწიფოს არ ეკუთვნის.


რუსული მხარისგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად, სულ ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. დაშავებულები იესკის საქალაქო საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ამჟამად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით კოორდინაციას უწევს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს, ასევე შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს. რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი ადგილზე გაემგზავრა. მოქალაქეების მდგომარეობასთან, მათ ქვეყანაში დაბრუნებასთან და საჭირო საკონსულო დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებით კონტროლდება,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. 


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გემებ თურქეთიდან დონის როსტოვში მარცვლეულის ჩასატვირთად მიემართებოდნენ.