ფაშინიანი: დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, აშშ-სა და საქართველოს შორის შერიგებით

„როგორ შეიძლება, არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.“ ჟურნალისტების ამ შეკითხვას უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ გაიმარჯვა.



„დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით და ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.