სომხეთმა მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებას ზღუდავს

სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებას ზღუდავს.

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვის მცდელობების შესახებ, რომ გასული თვის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთში მცხოვრები სომხები გამოეყენებინა.


პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ 7 ივნისის არჩევნებში ხმების 49.8%-ით გაიმარჯვა. კანონმდებლებმა ახალი კანონპროექტი მალევე წარადგინეს და განაცხადეს, რომ მათ სურდათ ხმის მიცემა მხოლოდ იმ სომხებისთვის, რომლებიც ქვეყანას იცნობდნენ და ესმოდათ მისი გამოწვევები.


მაისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებდა ფარულ ძალისხმევას, რათა ფაშინიანის ხელახალი არჩევისთვის ხელი შეეშალა. კრემლი შეშფოთებული იყო, რომ ერევანი დასავლეთთან დააახლოვდებოდა და მის ტრადიციულ მფარველ რუსეთს ჩამოშორდებოდა.


დასავლური დაზვერვის ხუთ თანამშრომელთან ინტერვიუებისა და Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტების თანახმად, სქემა მოიცავდა რუსეთში მცხოვრები ათიათასობით სომეხის სომხეთში გადაყვანის გეგმებს, რათა ხმის მიცემის შედეგებზე გავლენა მოეხდინათ.


სომხეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანაა, სადაც დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

საკმაოდ დიდი დიასპორა ცხოვრობს საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს.