ჩინური კომპანია ყაზახეთში ააშენებს მრავალფუნქციურ პორტს, რომლის გამტარუნარიანობა 15 მილიონი ტონა იქნება — მედია

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი „Guoyou Materials Industry Group-ის“დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს იუ ბოიანს შეხვდა.

ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.


თოყაევის თქმით, ყაზახეთის ამბიციაა, რომ გახდეს სრულფასოვანი ევრაზიული სატრანსპორტო ცენტრი. ამ კონტექსტში ყაზახეთის პრეზიდენტი მიესალმა ყაზახეთში მულტიმოდალური პორტის ცენტრის შექმნის ინიციატივას. ჩინური კომპანია პროექტის — „კურიკის მრავალფუნქციური პორტის მშენებლობა მანგისტაუს რეგიონში“ განხორციელებას. პროექტის პირველ წელს კომპანია მიზნად ისახავს პორტის გამტარუნარიანობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდას.


კასიმ-ჟომართ თოყაევმა გამოთქვა რწმენა, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი ინტეგრირებული საზღვაო და სარკინიგზო ლოგისტიკის განვითარებას, რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გაზრდას და ყაზახეთის ექსპორტისა და ტრანზიტის პოტენციალის გაფართოებას შესაძლებელს გახდის.


თავის მხრივ, იუ ბოიანმა ყაზახეთის პრეზიდენტს პროექტის დეტალები გააცნო და კასპიის ზღვაზე გადაზიდვების მომავლის შესახებ საკუთარი ხედვა გაუზიარა.


მოლაპარაკებების დროს ასევე აღინიშნა, რომ პორტის ჰაბის შექმნა უზრუნველყოფს გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს, მათ შორის დასაქმების შესაძლებლობებს, სამუშაო ძალის განვითარებას და ყაზახური საქონლისა და მომსახურების გამოყენებას.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი თოყაევი სი ძინპინის მოწვევით სამუშაო ვიზიტით შანხაიში ჩავიდა.

ხუთშაბათს, სახელმწიფოს მეთაური ჩინეთის მაღალტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.


პრეზიდენტ თოყაევის შანხაიში სამუშაო ვიზიტის დროს, ყაზახეთმა და ჩინელმა პარტნიორებმა 70-ზე მეტ კომერციულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელთა ღირებულება 15 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.