უნგრეთმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს რუსეთთან კავშირების გამოძიება დაიწყო

უნგრეთმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს რუსეთთან ურთიერთობების გამოძიება დაიწყო.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, პეტერ მადიარის განცხადებას უნგრული მედია ავრცელებს.


მისი თქმით, პეტერ სიიარტოს რუსეთთან ურთიერთობების გამოძიება დაიწყო, რომლებიც მადიარმა აქამდე როგორც „ღალატი“, ისე დაახასიათა.


მედიის ცნობით, ამ მომენტისთვის მადიარი დამატებით დეტალებს არ იძლევა, რადგან პრეცედენტის შექმნა არ სურს იმის გამო, რომ საქმეში ბევრი გასაიდუმლოებული და საგარეო საქმეთა დოკუმენტია და მას პროცესზე ზეგავლენის მოხდენა არ სურს.


„როგორც კი რაიმე იქნება გასაზიარებელი, ის გასაჯაროვდება,“ - განაცხადა მადიარმა.


2026 წლის მარტში მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის 2024 წლის აგვისტოში შემდგარი სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსეთის მინისტრი თავის უნგრელ კოლეგას სთხოვდა, ლობირება გაეწია ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას, ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღებისთვის. შვიდი თვის შემდეგ ევროკავშირმა სანქციები გააუქმა.


გამომძიებლების თქმით, სიიარტო რეგულარულად აწვდიდა ლავროვს ინფორმაციას ევროპელ დიპლომატებს შორის კონფიდენციალური საუბრების დეტალების შესახებ. სიიარტოს მტკიცებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ, უნგრელი ჟურნალისტების აქტიური დახმარებით, უცხოური დაზვერვის სამსახურები მის სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ. სიიარტოს განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ, უნგრელი ჟურნალისტების აქტიური დახმარებით, უცხოური დაზვერვის სამსახურები მის სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ.