ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში, ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული 14 პლატფორმა, მათ შორის საქართველოში.
„დღეს, ევროკავშირი მნიშვნელოვნად აფართოებს ქმედებას რუსეთის ფინანსური და საბანკო სექტორის, როგორც რუსეთის ომის მანქანის მამოძრავებლის წინააღმდეგ. [ევროკავშირის] საბჭო აწესებს აქტივების გაყინვას და კრძალავს თანხების ხელმისაწვდომობას 94 ბანკისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტისთვის, ასევე, რუსეთის საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი ფიგურისთვის.
ის [ევროკავშირი] აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას კიდევ 33 რუსულ საკრედიტო და ფინანსურ ინსტიტუტზე. გარდა ამისა, ის აწესებს ტრანზაქციების აკრძალვას ყირგიზული ბანკის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია SPFS-ის (ფინანსურის შეტყობინებების გადაცემის სისტემა) აკრძალვასთან და კიდევ სამი არარუსული ბანკის მიმართ სანქციების გვერდის ავლის გამო.
ევროკავშირი სასანქციო სიაში 4 სუბიექტს ამატებს, რომლებიც დაკავშირებული არიან საერთაშორისო A7 ქსელთან, მათ შორის აფრიკაში მის ახალ კავშირებს.
ის ასევე აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას კრიტპივალუტასთან დაკავშირებული 14 სერვის პლატფორმაზე, რომლებიც მდებარეობენ საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში,” - ნათქვამია განცხადებაში.
სანქციების 21 პაკეტში ასევე მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში.
“მეტიც, ევროკავშირი სამიზნეში იღებს ნავთობის სექტორს, კერძოდ კი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ის ასანქცირებს 18 იურიდიულ პირსა და 1 ფიზიკურ პირს ნავთობის სექტორში, მათ შორის 3 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთში, დიდ ბელარუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, და ასევე კომპანიას, რომელიც რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის შეიქმნა.
დამატებით, [სანქციების] პაკეტი ქმნის შესაძლებლობას, აიკრძალოს ტრანზაქციები რუსეთში და მესამე ქვეყნებში დასანქცირებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც ამუშავებენ და გადაამუშავებენ რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს.
ამ ჩარჩოში, ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს — რომლებიც ძალაში ექვს თვეში შევა — ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობს და მას ამუშავებს ყულევში. მეტიც, ევროკავშირმა ხუთი ნავთობთრეიდერი დაამატა იმ სუბიექტებს, რომლებსაც ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისრათ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე აკრძალვის გამო,” - ნათქვამია განცხადებაში.