ზელენსკი: დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის ყოფნა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობას ნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას აპირებს. ამის შესახებ მან თავის Telegram არხზე დაწერა.


„პუტინის ამოცანაა, დააბრუნოს ის, რაც უკვე დაიშალა. რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი იქნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მით უფრო გაუჭირდება მას ამის გაკეთება,“ — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


„აქ მთავარი გასაღები უკრაინაა. მას ჩვენი გატეხვა სურს. ეს რომ შეძლებოდა, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთანაც ბევრად გაუადვილდებოდა მოქმედება — სრული პატივისცემით ყველა ქვეყნის მიმართ. ყველამ იცის და ყველა ძალიან აფასებს უკრაინის წვლილს, რომელიც უკრაინამ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად შეიტანა სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.


ჩვენ უნდა ავაშენოთ მყარი ურთიერთობები დამოუკიდებელ აზერბაიჯანთან. მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, წელს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად აღვადგინეთ კონტაქტები სომხეთთან. ეს დაგვეხმარება.


დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის არსებობა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის გარანტიაა. მაგალითად, მე მიმიწვიეს მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ურთიერთობების შენარჩუნება და ვამაყობ, რომ მათ ვაშენებთ,“ — აღნიშნა ზელენსკიმ.